,,ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის (PITA) ფარგლებში ღონისძიებები გრძელდება. 30 ივნისს, შეხვედრა თესაუ-ს პროფესორთან, ისტორიკოს თენგიზ სიმაშვილთან ჩატარდა.
თენგიზ სიმაშვილი ავტორია წიგნისა ,,სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტები, ილია ჭავჭავაძის მკვლელები,“ რომელიც 2011 წელს გამოიცა. ისტორიკოსის კვლევა საფუძვლად დაედო შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გადაღებულ ფილმს ,,ვინ მოკლა ილია.“
შეხვედრაზე ავტორმა სტუდენტებთან და დამსწრე საზოგადოებასთან ერთდ მის მიერ მოძიებული საარქივო დოკუმენტები ვრცლად მიმოიხილა.
პროექტს თესაუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის II კურსის სტუდენტი ლალი ყიფიანი ხელმძღვანელობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კიდევ ოთხი შეხვედრაა დაგეგმილი.