სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების მასშტაბურ პროგრამას წელსაც აცხადებს და პროექტის ფარგლებში, საცალო გაყიდვების 300 სპეციალისტის აყვანას გეგმავს. ამჯერად, დასაქმების პროგრამა, თბილისის გარდა, რეგიონებსაც მოიცავს.
დასაქმების კვირეული 20 თებერვალს დაიწყება და ფორუმები საქართველოს 5 ქალაქში ჩატარდება.
დასაქმების პროგრამის მხარდამჭერები არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში