იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭომ 2016 წლის 29 სექტემბერს ხათუნა ჭიჭილეიშვილის სადისერტაციო ნაშრომი განიხილა.
ნაშრომის თემაა ,, თანამედროვე გლობალური დათბობა და მისი გავლენა აჭარის ზღვისპირეთის კლიმატზე და ზღვის ჰიდრომეტეოროლოგიურ რეჟიმზე“ (სამეცნიერო ხელმძღვანელები: გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი და გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი საშა ხორავა).
ნაშრომის მიზანია აჭარის ზღვისპირეთის კლიმატზე და ზღვის ჰიდრომეტეოროლოგიურ რეჟიმზე თანამედროვე გლობალური დათბობის გავლენის შეფასება.
სადისერტაციო საბჭომ ხათუნა ჭიჭილეიშვილს გეოგრაფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.