2015 წლის აგვისტოს თვიდან თესაუ-ში ,,განათლების მართვის ავტომატიზირებული სისტემის“ (AEMS ) მზადება მიმდინარეობს.
აღნიშნული სისტემის პრეზენტაციას 9 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თესაუ-ს რექტორი ირმა შიოშვილი, რექტორის მოადგილეები, დეკანები და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ფაკულტეტების დეკანატები, აღნიშნული სისტემის საშუალებით, სტუდენტების შესახებ საქმეთა წარმოებას ელექტრონულად განახორციელებენ. AEMS - ის მეშვეობით სტუდენტები საგნებზე რეგისტრაციას, საკუთარი სასწავლო გრაფიკის კონფიგურაციას სურვილის მიხედვით შეძლებენ, აკადემიურ პერსონალს კი უწყისის ელექტრონულად წარმოების შესაძლებლობა მიეცემა.
2016 წლის იანვარ-თებერვალში ,,განათლების AEMS”-ის ტესტირება სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე განხორციელდა. ,,განათლების მართვის ავტომატიზირებული სისტემა“ მიმდინარე სემესტრის დასასრულისთვის სხვა ფაკულტეტებსაც შეეხება, ხოლო 2016 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტს სრული დატვირთვით მოიცავს.