იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტთა მიღების შესახებ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტთა მიღებას ახორციელებს შემდეგ სადოქტორო  საგანმანათლებლო პროგრამებზე:   

   ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი:

  1. ბიომრავალფეროვნება - 2 ადგილი;
  2. ეკოლოგია  - 5 ადგილი;
  3. მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია  - 4 ადგილი;
  4. კომპიუტერული მეცნიერება - 2 ადგილი;
  5. ფუნქციათა თეორია და ფუნქციონალური ანალიზი - 2 ადგილი.

 

განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი:

 

1. „განათლების“  სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:

  • განათლების მეცნიერებების მიმართულება – 5 ადგილი;
  • მასწავლებლის განათლების (ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკის) მიმართულება – 5 ადგილი.

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

1. ფილოლოგია(ტიპოლოგიური ლინგვისტიკა, ქართული ლიტერატურა) - 6 ადგილი;

2. ტექსტოლოგია და გამოცემათმცოდნეობა -3 ადგილი;

3. ახალი და უახლესი ისტორია - 3 ადგილი.

 

სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი:

 

1. გამოყენებითი ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა - 5 ადგილი.

აგრარულ მეცნიერებითა ფაკულტეტი

1.  „ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო პროდუქტების ტექნოლოგია“-  5 ადგილი.

 

  1. დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს განცხადება რექტორის სახელზე შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების სურვილისა და ჩასაბარებელი უცხო ენის მითითებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

         ა) მოკლე სამოტივაციო წერილი, სადაც დასაბუთებული იქნება კვლევითი

                ინტერესები და დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების სურვილი;

            ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია-CV;

            გ) 2 ფოტოსურათი ზომებით 3X4;

            დ) პირადობის მოწმობის ასლი /დედანთან ერთად/;

            ე) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი

                 დიპლომის დამოწმებული ასლი  /დედანთან ერთად/  (მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებული დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან დიპლომის ნამდვილობის დადასტურების  დოკუმენტი. თუ ვერ ხერხდება აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენა მისაღებ  გამოცდამდე იგი შესაძლებალია წარმოდგენილ იქნას სადოქტორო პროგრამის დასრულებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმის საბოლოლო გარკვევამდე დოქტორანტს შეუჩერდება სტუდენტის სტატუსი.) ;

             ვ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;

             ) 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის ქვითარი.

             თ)  სხვა დოკუმენტები, თუ ასეთს ითვალისწინებს რომელიმე ფაკულტეტის

                  სადისერტაციო საბჭოს დებულება;

 

           2.საბუთების მიღება იწარმოებს 2016 წლის 24 აგვისტოდან 2016 წლის 16 სექტემბრის 12:00 სთ-ის.   ჩათვლით.

           3.საბუთების პირველადი შემოწმება მოხდება ფაკულტეტებზე, სადისერტაციო საბჭოს

             მდივნების მიერ. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.

           4.დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები გამოცდები (სპეციალობა, უცხო ენა)  ჩატარდება 2016  წლის 19 სექტემბერს. გამოცდა ჩატარდება, თუ  პროგრამაზე ჩასარიცხ               კონკურსანტთა  რაოდენობა  იქნება  ორი ან მეტი;

           5.გამოცდების შედეგები გამოცხადდება 2016 წლის 20 სექტემბერს;

           6.დოქტორანტობის   კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2016 წლის 21  სექტემბერს ;

           7.გამოცდების შედეგების გასაჩივრების და საჩივრის  განხილვის  ვადად განისაზღვრა 2016 წლის   20-21 სექტემბერი.

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების საკითხები 

 
მნახველთა რაოდენობა: 7699