23 სექტემბერს, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2 წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები ჩატარდა.
არჩევნები თესაუ-ს ორ ფაკულტეტზე გაიმართა. არჩევნების შედეგების მიხედვით, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, აკადემიური საბჭოს წევრად, 11 დადებითი და არცერთი უარყოფითი ხმით, ასოცირებული პროფესორი ჰამლეტ რაზმაძე იქნა არჩეული; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კი, 45 დადებითი და არცერთი უარყოფითი ხმით,- ასოცირებული პროფესორი სედა ასატუროვი.