16 მარტს, თბილისში, USAID REAP-ის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის, რომელსაც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც დაესწრნენ.
USAID REAP აცხადებს კონკურსს ,,მე -აგროჟურნალისტი", რომელშიც მონაწილეობას საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტები მიიღებენ.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა გადაიღონ 3-4 წუთიანი რეპორტაჟები აგრო თემებზე. ნამუშევრებს 2017 წლის შემოდგომაზე ჟიური შეაფასებს, გამარჯვებული კონკურსანტი კი, განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს.
აღნიშნულ პროექტის ფარგლებში, კონკურსისთვის მედია მასალებს თესაუ-ს სტუდენტებიც მოამზადებენ.