იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ევროპული სტანდარტების შესაბამისი სადემონსტრაციო ნაკვეთი მოეწყობა.
2 500 კვადრატული მეტრის ფართობზე მარწყვი, ჟოლო, მაყვალი, კაკალი, ყურძენი და სხვა სახის კულტურები გაშენდება.
ნაკვეთი მნიშვნელოვანია, როგორც კვლევების ჩასატარებლად, ასევე-ფერმერების ინფორმირების თვალსაზრისით.
6 ოქტომბერს აღნიშნული ტერიტორია აგრარულ მეცნიერებათა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებმა, პროფესორ- მასწავლებლებმა და თანამშრომლებმა დაასუფთავეს.
პროექტი ხორციელდება GIPA-ს მიერ CENN-თან და PMC RC-თან თანამშრომლობით და ფინანსდება ევროპული სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების (ENPARD) ფარგლებში.