ღონისძიება ,,ნოვრუზ ბაირამი“-ს ისტორიის და ტრადიციების შესახებ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თესაუ-ს ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით , 30 მარტს გაიმართა.
,,თესაუ“-ს მოსამზადებელი პროგრამის-,,ქართული, როგორც მეორე ენა“ - აზერბაიჯანული ეროვნების სტუდენტებმა დღესასწაულის ისტორიის და ტრადიციების შესახებ ისაუბრეს.
,,ნოვრუზ ბაირამი“, რომელიც 3 დღის განმავლობაში გრძელდება, გაზაფხულის, ზოგ ქვეყანაში კი, ახალი წლის დღესასწაულია.
ღონისიებას უნივერსიტეტის რექტორის მოადგილეები, პროფესორ- მასწავლებლები და სოფელ ყარაჯლის საჯარო სკოლის პედაგოგები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის-,,ქართული, როგორც მეორე ენა“- სტუდენტებს, ქართული ენის შესწავლის შემდეგ, სწავლის გაგრძელება საქართველოს ნებისმიერ უნივერსიტეტში შეუძლიათ, თუმცა ისინი არჩევანს ყოველთვის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასარგებლოდ აკეთებენ.