ინტეგრაციის გამჭვირვალობის საერთაშორისო სკოლა - Transparency International School on Integrity (TISI), ვილნიუსის მიკოლას რომერისის სახელობის უნივერსიტეტთან (ლიტვა) ერთად, იწვევს მსურველებს (35 წლამდე) საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2017 წლის 10-16 ივლისს ვილნიუსში, მიკოლას რომერისის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტურ კამპუსში, ჩატარდება.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის გადასახადია 650 ევრო. აღნიშნული თანხა სწავლის საფასურს, სასწავლო მასალას, საცხოვრებელ ფართს, კვებას და დამატებით აქტივობებს მოიცავს.
სკოლის სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მონაწილე მიიღებს 6 ECTS კრედიტს.
მონაწილეებზე გაიცემა სრული ან ნაწილობრივი სტიპენდიებიც.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველებისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 1 მაისი.
სკოლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ლინკებზე: