იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დისერტაციის დაცვა განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე

   23 დეკემბერს, იაკობ  გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, შედგა ადემ ონალის დისერტაციის დაცვა თემაზე -,,განათლების ინტერნაციონალიზაციის მაჩვენებლის კვლევა შპს ,,ჩაღლარის" საგანმანათლებლო სისტემის საქმიანობის მაგალითზე,“- განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ( სამეცნიერო ხელმძღვანელი- პროფესორი ნინო მოდებაძე).
  კვლევის მიზანია საქართველოში, შპს ,,ჩაღლარის“ საგანმანათლებლო დაწესებულებებში (სკოლები, კოლეჯები, ლიცეუმები, უმაღლესი სასწავლებელი), იმ სტრატეგიების და მიდგომების გამოვლენა, რომლებიც დაწესებულებებში ინტერკულტურული განათლებისა და ინტერნაციონალიზმის მაღალ ხარისხს განაპირობებს.
  ადემ ონალს განათლების მეცნიერებების სპეციალობაში განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6744