სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ უკვე მეოთხე წელია, 24-31 მარტს მართავს ახალგაზრდულ შემოქმედებით ფესტივალს „ფანARTი“, რომელიც ხელოვნების რამდენიმე ჟანრს აერთიანებს (საავტორო ან იმპროვიზირებული კლასიკური ნაწარმოები, სტენსილი, ლიტერატურა, ქანდაკება, როკი/ალტერნატივა, ფოლკლორი, სოციალური ტელემედია, კინო/ანიმაცია, ფოტოგრაფია, მხატვრობა).
ფესტივალი მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას და მათი შემოქმედების პოპულარიზაციას.
ნიჭიერი ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, ფართო საზოგადოებას გააცნონ და კონსულტაცია მიიღონ ისეთი ცნობილი და თავიანთ სფეროში პოპულარული ადამიანებისგან, როგორებიც არიან:
საავტორო ან იმპროვიზირებული კლასიკური ნაწარმოები-კონსულტანტები: ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, დავით შამანაური
სტენსილი-კონსულტანტი Dr.Love
ლიტერატურა-კონსულტანტი დათო ტურაშვილი
ქანდაკება-კონსულტანტი ირაკლი ჟვანია
როკი/ალტერნატივა-კონსულტანტი ნიკა კოჩაროვი
ფოლკლორი-კონსულტანტი სვიმონ ჯანგულაშვილი
სოციალური ტელემედია-კონსულტანტი თომა ჩაგელიშვილი
კინო/ანიმაცია-კონსულტანტი გოგი დოლიძე
ფოტოგრაფია-კონსულტანტი გურამ წიბახაშვილი
მხატვრობა-კონსულტანტი ოლეგ ტიმჩენკო
ფესტივალი ,,ფანARTი“-ს აპლიკაციის ლინკი: