2017 წლის 29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით გაიმართება რიგით 25-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ეკონომიკურ პოლიტიკაზე ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში.
აგრეთვე გამოიცემა პერიოდული სამეცნიერო შრომების კრებული- „ესტონური საუბრები ეკონომიკურ პოლიტიკაზე“, რომელიც მეთერთმეტე წელია გამოდის. პირველი ჟურნალი 2017 წლის ივნისში დაიბეჭდება, ხოლო მეორე 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში გამოიცემა.
მსურველებმა 2017 წლის 10 თებერვლამე უნდა წარმოადგინონ მოკლე აბსტრაქტი (დაახ. 12 ხაზი, ინგლისურად).
უპირატესობა მიენიჭება თემებს, რომლებიც თემატურად ახლოს იქნება კონფერენციის სახელწოდებასთან.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილები: lMP konver 2017 Information letter, in English , MP konver 2017 Information letter, in German 2.