იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეკოფილმების ფესტივალი

   არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“, ა.შ.შ-ს საელჩოს საქართველოში დაფინანსებით, ატარებს ეკოფილმების ფესტივალს.ფესტივალის ფარგლებში იმართება მოკლემეტრაჟიანი გარემოსდაცვითი ფილმების კონკურსი.

კონკურსში მიიღება მოკლემეტრაჟიანი ფილმები საქართველოში ეკოტურიზმისა და ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობების შესახებ. საკონკურსო ფილმში ნაჩვენები უნდა იყოს შემდეგი საკითხებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე:

  • მდგრადი ტურიზმის მნიშვნელობა;
  • დაბინძურებული გარემოს გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე
  • ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობა;
  • სამოქალაქო პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია, რომ შევინარჩუნოთ სუფთა და ლამაზი საქართველო;

საკონკურსო ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 წუთს და გადაღებული უნდა იყოს 2016 წელს. ფილმის გადასაღებად შესაძლებელია მობილური ტელეფონის კამერის გამოყენებაც.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 14 წლიდან ზევით ნებისმიერი პროფესიის ადამიანს.

კონკურსის ბოლოს მოეწყობა ფილმების ჩვენება, სადაც წარმოდგენილი იქნება 10 საუკეთესო საკონკურსო ფილმი,ხოლო გამარჯვებული ფილმის ავტორი დაჯილდოვდება ვიდეოკამერითCanon VIXIA HF R700. კონკურსის ფარგლებში, ასევე გამოვლინდება 2 გამარჯვებული სკოლის მოსწავლე, რომლებიც დაჯილდოვდებიან ეკობანაკი „ეკოხედვას“ 1-კვირიანი საგზურით.

ფილმების მოწოდების ბოლო ვადაა 2016 წლის 10 ივნისი.

ფილმები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: georgia@spareworld.org, ან მოიტანოთ „ეკოხედვას/EcoVision“ ოფისში (თბილისი, გ.მაზნიაშვილის #4).

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „ეკოხედვას/EcoVision“ ვებგვერდს: www.ecovision.ge ან Facebook გვერდს: https://www.facebook.com/ecovision.ge

Eco Film Festival

 
მნახველთა რაოდენობა: 7090
 
 
 
 
    2024 აპრილი
    mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'