იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 6 თებერვალს თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ეროვნული გვარდიის
მე-20 ბრიგადის ჯარისკაცებისთვის და სამხედრო მოსამსახურეებისთვის კონცერტი გამართა.
ღონისძიებაზე, სხვა საკონცერტო ნომრებთან ერთად, წარმოდგენილი იყო
თესაუ-ს სტუდენტების მიერ მომზადებული, ,,სტუდენტური დღეები-2015“- ის გამარჯვებული ნომერი- ,,ჩვენი ქართველები“.
კონცერტს გვარდიის სარდალი, გენერალი ლევან გამყრელიძე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.
ღონისძიება იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით გამართა.