ერასმუს+ პროგრამის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ამჯერად, თურქეთსა და ავსტრიაში გაემგზავრნენ.
თესაუ-ს სტუდენტები: გვანცა ბაკაშვილი და ანა აბულაძე 4 თვის განმავლობაში თურქეთში, ანკარის შუა აღმოსავლეთის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, გვანცა მოლაშვილი კი, 6 თვით, ავსტრიის განათლების უნივერსიტეტში ისწავლიან.
ერასმუს+ , რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის მიმართულებით მუშაობს. აღნიშნულ პროგრამაში, ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიც აქტიურადაა ჩართული.