ევროპის უკრაინული ახალგაზრდული პოლიტიკის ცენტრი იწყებს საპილოტე
პროექტს სახელწოდებით ,,დემოკრატიის სასწავლო ცენტრი.“ ცენტრის მიზანია
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა ისეთ ქვეყნებში
როგორიცაა: საქართველო, მოლდოვა, ბელორუსია, უკრაინა და რუსეთი. მიზნის
მისაღწევად გამოყენებული იქნება სწავლების ახალი მეთოდები, სხვადასხვა
ჯგუფური სამუშაოები და შეხვედრები.
სასწავლო სფეროები:
ეკონომიკა: მეწარმეობა და სამუშაო ადგილების შექმენა
რესურსები: ადამიანური კაპიტალი, ფინანსური კაპიტალი და მდგრადობა,
ენერგეტიკა და ბუნებრივი რესურსები
ახალი ტექნოლოგიები: ციფრული საზოგადოება
კარგი მმართველობა: დემოკრატია, ჩართულობა და თანასწორობა
კანდიდატების სასურველი სპეციალობებია: სოციოლოგია, ჟურნალისტიკა,
კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა, პოლიტიკური მეცნიერებები,
ლიბერალური ხელოვნება/ჰუმანიტარული მეცნიერებები, ენები/ლინგვისტიკა,
ისტორია, ეკონომიკა, საჯარო ადმინისტრირება და მართვა, ფსიქოლოგია,
სამართალი, განათლება, კულტურული კვლევები.
პროექტის განხორციელების ადგილი: კიევი, უკრაინა
სემესტრი: 2016 წლის ოქტომბერი და 2017 წლის მაისი.
მონაწილეები მიიღებენ სტიპენდიას.
სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: