ორგანიზაცია ,,ტურიზმი&რეალობა" იწყებს საავტორო პროექტის ,,საქართველოში – ტურიზმის სფეროში მოღვაწე მეცნიერთა/პროფესორთა დაჯილდოების ცერემონიალი"/”Tourism Scholars – Tourism Reality Awards, 2016" განხორციელებას. ღონისძიება ჩატარდება 2016 წლის 24 ივლისს, 16:00, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით ტურიზმის სფეროს/დარგის წარმომადგენლებს (თეორეტიკოსები/პრაქტიკოსები). ასაკი შეზღუდულია: 55 წლიდან 80 წლის ჩათვლით.
პროექტის მონაწილეების შერჩევა მოხდება ,,სავალდებულო და არჩევითი კრიტერიუმების“ საფუძველზე; კონკურსანტისათვის სავალდებულო კომპონენტია აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის (PhD/საკანდიდატო დისერტაციის დაცვა, სადოქტორო დისერტაციის დაცვა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, ხოლო არჩევითი კომპონენტიდან იგი უნდა აკმაყოფილებდეს სულ მცირე ერთ კომპონენტს, როგორიცაა:
სამეცნიერო მოღვაწეობის არანაკლებ 10 წელი.
პედაგოგიური სტაჟი არანაკლებ 10 წლისა.
მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში.
საგრანტო/სახელშეკრულებო (საერთაშორისო) პროექტებში მონაწილეობა.
სასწავლო-მეთოდური საქმიანობა (სახელმძღვანელოს, დამხმარე სახელმძღვანელოს, სალექციო კურსის, მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორი ან თანაავტორი).
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა (პუბლიკაციები რეფერირებად-იმფაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში).
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები/ტრენინგი ქვეყნის ფარგლებში/ქვეყნის გარეთ.
თანამშრომლობა უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან.
პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამების ავტორები და ხელმღვანელები.
პროექტის განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართულები თანაორგანიზატორი და პარტნიორი ორგანიზაციების: ,,ტურიზმის განვითარების საინიციატივო საზოგადოება" და ,,აღმოაჩინე საქართველო"-ს ხელმძღვანელი პირები: ბატონი გიორგი კვეზერელი და ქალბატონი ნინა კეკელიძე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ეკა დევიძე, მობ: 593 25 35 44, ელ.ფოსტა: edevidzeproject@gmail.com.
დამატებითი დეტალები და სიახლეები გამოქვეყნდება პერიოდულად შემდეგ ბმულზე:
https://www.facebook.com/Tourism-Scholars-Tourismreality-Award-464132160378278/