იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, Erasmus student network Tbilisi Erasmus+ ეროვნულ ოფისთან თანამშრომლობით, ESN-ის აკადემიის ფარგლებში, 2-3 აპრილს ბაკურიანში იმყოფებოდნენ.
პროექტი, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, პრეზენტაციების და ტრენინგების ორდღიან კურსს მოიცავდა. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამების, მათი მოძიების გზების და აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობის პროცედურების შესახებ.
პროექტი, ასევე, ითვალისწინებდა ტრენინგ-დისკუსიებს კულტურული მრავალფეროვნების და საერთაშორისო კონტაქტების მნიშვნელობის შესახებ.