,,მშვიდობის კორპუსის პროგრამის ფარგლებში” მოწვეული მოხალისე მასწავლებელი ჯო დვაილიბი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატარებს ტრენინგებს - „კომუნიკაციური ტექნოლოგიები.“
ტრენინგების პირველი სესია 2016 წლის 15,16 თებერვალს ჩატარდა, მეორე სესია კი მიმდინარე წლის 18,19 და 20 თებერვალს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება.
ტრენინგის მიზანია უნივერსიტეტის უცხო ენის პროფესორ-მასწავლებლებისა და თელავის საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის თანამედროვე კომუნიკაციური ტექნოლოგიების გაცნობა, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებას.