იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის საზაფხულო სკოლა

   შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, პარტნიორი უმაღლესი სასწავლებლებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერით,  2016  წლის 11-15 ივლისს  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის საზაფხულო სკოლა.

  სკოლა განკუთვნილია  საქართველოს უნივერსიტეტების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის,   გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების ან მომიჯნავე მიმართულებებით.  (იხილეთ თანდართული დეტალური პროგრამა)

 რეგისტრაციის ვადები:  6 ივნისი - 16 ივნისი

რეგისტრაციის ფორმა : ონ - ლაინი

გასაუბრების ვადები: 16 ივნისი - 20 ივნისი

საბოლოო შედეგების გამოცხადება - 22 ივნისი

 

    შერჩევა  განხოციელდება ორ  ეტაპად:

 

    პირველ ეტაპი : რეგისტრირებული სტუდენტების პირველადი  გადარჩევა -  აკადემიური მაჩვენებლების (შეფასების საერთო ქულის  50% ); სამოტივაციო წერილის (შეფასების საერთო ქულის - 30%); რეზიუმე, სადაც წარმოდგენილი იქნება სტუდენტის მიღწევები დაექსტრაკურიკულური აქტივობა (შეფასების საერთო ქულის  10%;); სარეკომენდაციო წერილი (10%) . 

 

     მეორე ეტაპი - გასაუბრება

  ვებ-გვერდის მისამართი -http://biotech-school.tsu.ge (შემუშავების პროცესში) 

  საკონტაქტო  ელ-ფოსტა -  biotech-school@tsu.ge (შემუშავების პროცესში) 

  agenda_GEO_draft.docx

 
მნახველთა რაოდენობა: 8113