8 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულმა მეტყველების კულტურის სასწავლო ჯგუფმა თესაუ-ში ლიტერატურულ - დრამატული კომპოზიცია-,,თქმულებები რუსთაველზე"-წარმოადგინა.
ინსცენირების ავტორი და რეჟისორია მეტყველების კულტურის პედაგოგი, თელავის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თემურ ხუნაშვილი, მხატვარი- ეკა თორაძე.
წარმოდგენას, რომელშიც თესაუ-ს სტუდენტები მონაწილეობდნენ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ირმა შიოშვილი, რექტორის მოადგილეები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.
ღონისძიება შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა.
2016 წელი საქართველოში XII საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტის, ეპიკური პოემის- „ვეფხისტყაოსანი“-ავტორის, შოთა რუსთაველის, საიუბილეო წლადაა გამოცხადებული.