2016 წლის 6 აპრილს სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში წარმოშობილ ვაკანსიებზე სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის კვოტებზე წევრთა არჩევნები ჩატარდა.
უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში არსებულ ვაკანსიაზე, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის კვოტით, არჩეულ იქნა ასოცირებული პროფესორი თამარ თამარაშვილი.
უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში წარმოშობილ ვაკანსიებზე, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტის კვოტით, არჩეულ იქნა იმავე ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი, მარიამ ოთიურიძე.
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო
უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია
06.04.2016წ.