რეაბილიტირებული კაბინეტები 11 თებერვალს უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა, დაათვალიერა. პრეზენტაციას რექტორის მოადგილეები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და თესაუ-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გარემონტდა და თანამედროვე, ახალი ტექნიკით და ავეჯით სრულად აღიჭურვა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების: ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი (მოდულური) და დეკორატიულ გამოყენებითი ქსოვილები (მოდულური) კაბინეტები. თექის ოსტატის კაბინეტში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისთვის მოეწყო სველი წერტილები.
თექის ოსტატის დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების, ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის და თექის ოსტატის სპეციალობების მოდულური სწავლების საგანმანათლებლო პროგრამები ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებს.