იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის და კავკასიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, 16 მარტს თესაუ-ში დოკუმენტური ფილმის - ,,ჯინსების თაობა"-ჩვენება გაიმართა.
ფილმის ნახვის შემდეგ სტუდენტებმა დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა და დოკუმენტურ ფილმში ასახული ე.წ. ,,თვითმფრინავის ბიჭების“ საქმის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირეს.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმები შსს-ს არქივიდან: ,,სტალინი და მთვარის კულტი“, ,,სტალინის საყვარელი სტეფანია“ და სხვა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დოკუმენტურ ფილმებს სტუდენტები საკუთარი სურვილის მიხედვით ირჩევენ.
დოკუმენტური ფილმების ჩვენება თესაუ-ში ყოველ ოთხშაბათს იმართება.