იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის 11 მარტს ტრენინგი-,,კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება, აგრარული მიმართულებით, რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“- ჩატარდა.
შეხვედრაზე მეცნიერებათა დოქტორმა სოფლის მეურნეობის დარგში, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,Mercy Corps”-ის მეცნიერ-კონსულტანტმა, კობა კობალაძემ , სასოფლო-სამეურნეო წარმოების წინაშე არსებული გლობალური გამოწვევების, სოფლის მეურნეობის განვითარების საფუძვლების და ძირითადი კულტურების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ იასუბრა.
სასწავლო კურსი- ,,კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით, რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის (CRDD of GIPA) ფარგლებში ხორციელდება და რეგიონული საგანმანათლებლო ინსტიტუტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი.