იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს წარმომადგენლები ისრაელში

2015  წლის ნოემბრიდან იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სამწლიან პროექტშია ჩართული. პროექტის სახელწოდებაა "უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამების შემუშავება მოწყვლადი ჯგუფებისა და რეგიონებისათვის" (DARE).

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროექტის ფარგლებში, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს უფასო მოსამზადებელ კურსებს (უცხო ენები, ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა)  შესთავაზებს. ამავდროულად, იგეგმება  სპეციალურად DARE-ს პროექტისათვის მომზადებული, ქართული ენის მაინორის პროგრამის აკრედიტაციაზე  წარდგენა.  კომპიუტერული უნარ-ჩვევების დასაუფლებლად  გათვალისწინებულია სპეციალური ოთახის მომზადებაც.

DARE პროექტის ფარგლებში, თესაუ-ს გუნდმა მონაწილეობა მიიღო ორ კონსორციუმში, რომელიც  მურსიის უნივერსიტეტსა (ესპანეთი) და აქვა კოლეჯში (ისრაელი) გაიმართა. კონსორციუმის შეხვედრებზე თესაუ-სა და პარტნიორი უნივერსიტეტების სამომავლო თანამშრომლობის  სამოქმედო გეგმა შემუშავდა.

თესაუ-ს წარმომადგენლებმა, სოფიო არსენიშვილმა და თამარ ასლანიშვილმა, აქვა კოლეჯში (ისრაელი) ერთ-ერთი სატრენინგო სესია ჩაატარეს (პროფესიული განვითარების პროგრამა ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხთან მიმართებაში).

კონსორციუმის მესამე სამუშაო  შეხვედრა  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2016 წლის  ნოემბერში იგეგმება. 

 
მნახველთა რაოდენობა: 6557