იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იტალიის, ტუშას (TUSCIA) უნივერსიტეტის პროფესორის, ლორენცო ვენცის, საჯარო ლექციები მიმდინარეობს.
ლექციები ევროპულ ინტეგრაციას, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ზოგად აგრარულ პოლიტიკას და სხვა თემებს შეეხება.
თესაუ-ს იტალიელ პროფესორთან საქმიანი თანამშრომლობა 2008 წლიდან აკავშირებს. ლორენცო ვენცი ,,ერასმუს მუნდუსის“ პროგრამის ფარგლებში, თელავის უნივერსიტეტში სხვადასხვა პროექტებზე მუშაობს და საჯარო ლექციებს ინგლისურ ენაზე ატარებს.
პარალელურად, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ტუშას უნივერსიტეტს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პერიოდულად სტუმრობენ.
ლორენცო ვენცის საჯარო ლექციები თესაუ-ში 14 აპრილამდე გაგრძელდება.