20 მაისს ქ. თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში, „სტუდენტური დღეები 2016“-ის ფარგლებში, ორიგინალური ნომრების პირველი ტური ჩატარდა. აღნიშნულ კონკურსში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ორიგინალური ნომერი სახელწოდებით, „ჯიშო ჯაფიანო“ წარადგინეს (ხელმძღვანელები: მ. გრემელაშვილი, ნ. ხუმარაშვილი, ლ. გულიაშვილი).
საკონკურსო ნომერმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა, თესაუ-ს პირველ ოთხეულში მოხვდა და მეორე ტურში გადავიდა.
კონკურსში საქართველოს 10 უნივერსიტეტი მონაწილეობდა. ორიგინალური ნომრების მეორე ტური 27 მაისს ქ. თელავში გაიმართება.