საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ახორციელებს მორიგ სტუდენტურ პროექტს- იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე. პროექტი მიზნად ისახავს, თბილისისა და რეგიონების სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე, ასევე, სასამართლოში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას/დახვეწას, სტუდენტთა დაახლოებასა და საკონტაქტო ქსელის შექმნას.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
1. საქართველოში ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარ გუნდს. შესაძლებელია, ერთი უნივერსიტეტიდან რეგისტრაცია გაიაროს ერთმა ან რამდენიმე გუნდმა;
2. გუნდის წევრი მხოლოდ ის პირი შეიძლება იყოს, რომელსაც შეჯიბრის მომენტისათვის აქვს სტუდენტის სტატუსი და იმყოფება ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურზე;
3. თითოეული გუნდი შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 5 სტუდენტისაგან.
ზემოაღნიშნული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება 24 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში (მის: სანდრო ეულის 3ა).