იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პლაგიატთან დაკავშირებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია თესაუ-ში

   ერასმუს + საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებმა   4 აპრილს    იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პლაგიატთან დაკავშირებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართეს.

    თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან  შეხვედრაზე განხილული იყო საკითხები იმის შესახებ, თუ  რა სიტუაციაა ქვეყანაში პლაგიატთან მიმართებაში და  როგორ შეიძლება მისი პრევენცია.

    როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა,  ერასმუს + საქართველოს ეროვნულმა ოფისმა, ქვეყნის მასშტაბით, 16 სიღრმისეული ინტერვიუ ჩაწერა, როგორც სტუდენტებთან, ასევე-აკადემიურ პერსონალთან;  ეტელქტრონული კითხვარებით კი,  1126  რესპოდენტი გამოკითხა. 

    ჩატარებული კვლევის მიზანია, აკადემიურ სივრცეში პლაგიატთან დაკავშირებული პოლიტიკის, პრაქტიკის,  აღნიშნული პრობლემის მიმართ არსებული დამოკიდებულების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

     პრეზენტაციის ორგანიზატორების თქმით, მონაცემების გაყალბების პრობლემა ქართულ აკადემიურ სივრცეში, რაც აკადემიურ ხარისხს  სერიოზულ ზიანს აყენებს, ფართე კონტექსში, საჯაროდ ამ დრომდე  არასდროს განხილულა.    

   მსგავსი შეხვედრები უკვე ჩატარდა ბათუმსა და ქუთაისში და  სამომავლოდ, საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც გაიმართება.

 
მნახველთა რაოდენობა: 4343