საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის (GADD of GIPA) ფარგლებში, 15 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეორე ტრენინგი ჩატარდა.
საერთაშორისო ორგანიზაცია ,,MERCY CORPS”-ის მეცნიერ-კონსულტანტმა, დოქტორმა კობა კობალაძემ გლობალური დათბობის პირობებში, ძირითადი და პერსპექტიული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ტექნოლოგიების შესახებ ისაუბრა.
ტრენინგის თეორიული ნაწილი ასევე შეეხო სოფლის მეურნეობის წინაშე მდგარ გლობალურ გამოწვევებს, მიწათმოქმედების და მემცენარეობის განვითარების კანონებს და სხვა საკითხებს.
სასწავლო კურსი- ,,კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება, აგრარული მიმართულებით, რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“- რეგიონული საგანმანათლებლო ინსტიტუტების აგრარული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი.