იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ნატო მეგუთნიშვილის პოეზიის საღამო

    იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და  ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის თეატრის მსახიობებმა საზოგადოებას  ჟურნალისტ ნატო მეგუთნიშვილის  შემოქმედება  გააცნეს.

 ჟურნალისტის პოეზიის საღამოს კაფე „გიშერმა“ უმასპინძლა, რომელიც თელაველი პოეტების შემოქმედებას ხშირად  უწევს პოპულარიზაციას.

შემოქმედებით საღამოს ჟურნალისტები, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   თესაუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ნატო მეგუთნიშვილის, შემოქმედებას საზოგადოება გასული წლის მაისში გაეცნო, როდესაც თელავის ,,მედია-კაფეში“  მისი ლექსების კრებულის- „ჭრელი ქოლგები“ -პრეზენტაცია გაიმართა.  

 
მნახველთა რაოდენობა: 6223
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'