იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„საუბრები ლიტერატურაზე რეგიონებში“-საჯარო ლექცია თესაუ-ში

    საქართველოს მწერალთა სახლის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - ,,საუბრები ლიტერატურაზე“- ფარგლებში, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, გიორგი მაისურაძემ, 26 თებერვალს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში
საჯარო ლექცია -,,გერმანია პოეტებისა და ფილოსოფოსების ქვეყანა" -გამართა.
     პროექტს საქართველოს მწერალთა სახლი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ახორციელებს.
    პროექტის მიზანია ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროცესების მხარდაჭერა, ცენტრისა და რეგიონის კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტიტუტების თანამშრომლობა. 
  საჯარო  ლექციას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები,  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, თელავის საჯარო სკოლების, საბიბლიოთეკო ქსელის წარმომადგენლები და  სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
     მწერალთა სახლის სურვილია, რომ პროექტი  იყოს არა ერთჯერადი და  თელავის უნივერსიტეტის შემდეგ თანამშრომლობა ეტაპობრივად  საქართველოს სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებთანაც გაგრძელდეს. 
    პროექტი თბილისის გოეთეს ინსტიტუტის, ბრიტანეთის საბჭოსა და ფრანგული ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 4467