9-12 მაისს გერმანიის ქალაქ ვილჰელმსჰავენში ,,ტემპუსის“ პროექტ ,,სუტომას“ - „ახალი მოდულების განვითარება მდგრადი ტურიზმის მართვაში საერთაშორისო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისათვის“ -ფარგლებში, დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობა პროექტის ადგილობრივმა კოორდინატორმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასოცირებულმა პროფესორმა თამარ მიქელაძემ და ტურიზმის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა თამარ თამარაშვილმა მიიღეს.
კონფერენციაზე პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ანგარიში აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების და მიღებული შედეგების შესახებ წარადგინეს. კონფერენცია ადგილობრივმა მედიამ აქტიურად გააშუქა.
თესაუ-მ პროექტ ,,სუტომას'' განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩატარდა სხვადასხვა სახის აქტივობები: მასწავლებელთა მომზადება სასწავლო მოდულების დასანერგად, სტუდენტთა მობილობა, შეხვედრები ტურზიმის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, პროექტის ფარგლებში შექმნილი ტურიზმის სახელმძღვანელოების თარგმანი და ა.შ.
ტურზიმის ოთახის მოწყობის მიზნით,თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნოუთბუქი და პროექტორი გადაეცა.
პროექტი 2012 წლის ნოემბერში დაიწყოდა 2016 წლის ივლისში დასრულდება.