20 ივნისს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტმა 4 წლის ვადით ახალი დეკანი აირჩია.
20 ხმით 9-ის წინააღმდეგ ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა დეკანის თანამდებობაზე მაგდა დავითაშვილს დაუჭირეს მხარი.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნებში კენჭს ორი კანდიდატი იყრიდა.
ფაკულტეტის საბჭოს 30 წევრიდან კენჭისყრაში 29 წევრმა მიიღო მონაწილეობა.