,,ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-2016“-ის გამარჯვებულებს შორის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტები: გიორგი მწყერაძე და მაკა ბოტკოველი არიან.
გიორგი მწყერაძის ნაშრომი-,,ფოხორაულების ნამოსახლარი“ (ისტორიულ-არქეოლოგიური მიმოხილვა) 100-დან 8 საუკეთესო ნაშრომს შორის მოხვდა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდა; მაკა ბოტკოველის კვლევამ კი,- ,,ვანთის არქეოლოგიური გათხრების მიმოხილვა“ -კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა. ორივე ნაშრომის ხელმძღვანელია თესაუ-ს ისტორიის დეპარტამენტის ასისტენტი, გიორგი ლალიაშვილი.
წარმატებულმა სტუდენტებმა სკოლის შესახებ პრეზენტაცია 31 მარტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, რექტორის მოადგილეებს და სტუდენტებს წარუდგინეს.
,,ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-2016“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 19-29 თებერვალს ჩატარდა. პროექტი, სალექციო, სასემინარო და საპრეზენტაცი საათების გარდა, სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებებსაც ითვალისწინებდა.