არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ეკოხედვა/EcoVision" აცხადებს კონკურსს ორდღიანი ტრენინგისთვის (2017 წლის 21-22 იანვარი), რომელიც ჩატარდება მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოში. ტრენინგის თემაა -,,კლიმატის ცვლილება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა".
ტრენინგი ტარდება -,,კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში", - მეორე ფაზის რეგიონული პროექტის ფარგლებში. პროექტის ადგილობრივი პარტნიორია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება. რეგიონულ პროექტს კოორდინაციას უწევს ავსტრიის წითელი ჯვარი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებლები არიან ავსტრიის განვითარების სააგენტო და ავსტრიის წითელი ჯვარი.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს მთელი საქართველოდან, რომლებიც ამჟამად მუშაობენ მედიასაშუალებებში (ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია ან ონლაინ მედია). ტრენინგში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეთა ტრანსპორტირება და საცხოვრებელი დაფინანსდება პროექტის მიერ.
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია აპლიკაციის შევსება. (აპლიკაციის შესავსებად მიჰყევით ბმულს https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd6PfIBxgnDjjVnqon1DO3-VFp1aNruVVB1edagtM-8f_4scA/viewform)
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 28 დეკემბერი. ტრენინგის მონაწილეები შეირჩევიან აპლიკაციების საფუძველზე.
მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებია:
- აპლიკანტების მოტივაცია, რომ გაიარონ ტრენინგები და გაიღრმავონ ცოდნა კლიმატის ცვლილების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხების შესახებ;
- აპლიკანტების მოტივაცია, რომ მოამზადონ მედია პროდუქტები კლიმატის ცვლილების და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე, ტრენინგის დასრულების შემდეგ;
- აპლიკანტების მოტივაცია, რომ მიიღონ მონაწილეობა კონკურსში, რომელიც გამოცხადდება ტრენინგის დასრულების შემდეგ;
- მედია ორგანიზაციის რეიტინგი და დაფარვის არეალი
ტრენინგის შემდეგ, "კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში" - მეორე ფაზის რეგიონული პროექტის ფარგლებში გამოცხადდება კონკურსი ჟურნალისტებისთვის, რომლის გამარჯვებულებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით.
კლიმატი იცვლება - შეცვალე მიდგომები შენც, რომ დაიცვა საკუთარი ჯანმრთელობა! კლიმატის ცვლილება თანამედროვე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. მის მიერ გამოწვეული უარყოფითი შედეგები მოქმედებს ადამიანის საცხოვრის გარემოსა და უშუალოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე.
"ეკოხედვამ/EcoVision", "კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში" - მეორე ფაზის რეგიონული პროექტის ფარგლებში ასევე მოამზადა დოკუმენტი "საქართველოს კლიმატის ცვლილებისა და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის შეფასება". (იხილეთ დოკუმენტი) http://ecovision.ge/uploads/files/2016-08/1471336635_cc-and-ph-analysis-report-final-georgia.pdf
საკონტაქტო ინფორმაცია:
კავშირი მდგრადი განვითარებისათვის – “ეკოხედვა/ECOVISION”
მისამართი: თბილისი, გენერალ მაზნიაშვილის ქუჩა №4
ტელ: 2 55 40 20
საკონტაქტო ელ.ფოსტა: