2 თებერვალს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისთვის ტრენინგი-,,განათლება უსაფრთხოებისთვის-კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“-ჩატარდა.
პროექტის მიზანია უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრება და კატასტროფის რისკის შემცირების ხელშეწყობა, ,,სენდაის” ჩარჩო ხელშეკრულების თანახმად.
პროექტის ფარგლებში, შემდეგი აქტივობები ხორციელდება: კატასტროფის რისკის შემცირების ინკლუზიური მიდგომის სასწავლო პროგრამის და გზამკვლევის შემუშავება, ჟურნალისტებისა და სახელმწიფო სტრუქტურების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერება კატასტროფის რისკის შემცირების საკითხებზე და სხვა.
პროექტი დაფინანსებულია ევროპის სამოქალო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის მიერ.