ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემია, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, 2016 წლის 2-7 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ატარებს ახალგაზრდა მეცნიერთა სეზონურ სკოლას.
სკოლის სახელწოდებაა: ნეიროგანვითარებითი დარღვევები - მტკიცებულებები და შესაძლებლობები.
სკოლის მსმენელი შეიძლება იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელიც არის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი, ან უკვე აქვს ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიასა და სხვა მომიჯნავე სპეციალობაში.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. თითოეული რეგიონული უნივერსიტეტისთვის არის 3 ადგილი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით-ტელ: 599161809