იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭომ მაია კობახიძეს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.
2016 წლის 8 ივლისს, სადისერტაციო საბჭომ დოქტორანტ მაია კობახიძეს სადისერტაციო ნაშრომი - ,,გენდერული ლექსიკა - ფრაზეოლოგია ტიპოლოგიურ ჭრილში“ (ქართული და ინგლისური ენების შედარება-შეპირისპირებითი ანალიზი) - განიხილა. (სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი -მანანა ღარიბაშვილი, პროფესორი - ნუნუ გელდიაშვილი).
სადისერტაციო კვლევის მიზანია- გენდერული ლექსიკა-ფრაზეოლოგიის, როგორც ენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოხატულების, ლინგვისტური (ფორმობრივ-სემანტიკური) შესწავლა ქართული და ინგლისური ენების შედარება- ეპირისპირებითი ანალიზის საფუძველზე.