მსოფლიოში ცნობილმა მათემატიკოსმა, ვახტანგ კოკილაშვილმა, სპეციალურად იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, მათემატიკის მიმართულებით, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები შეიმუშავა. სამაგისტრო პროგრამას განათლების განვითარების ხარისხის აკრედიტაციის საბჭომ უკვე მიანიჭა აკრედიტაცია, ხოლო სადოქტორო პროგრამა აკრედიტაციის პროცედურის გასავლელადაა შეტანილი.
პროფესორი ვახტანგ კოკილაშვილი მიიჩნევს, რომ პროგრამა მყარ საფუძველს უქმნის სტუდენტს, რომ კვლევა თანამედროვე მათემატიკის აქტუალური პრობლემების მიმართულებით წარმართოს.
მათემატიკის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების თანახელმძღვანელი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დიანა მჭედლიშვილია.