იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს დოქტორანტის წარმატება

    2016 წლის 26-28 თებერვალს ბაკურიანში  ახალგაზრდა მეცნიერთა ზამთრის მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

    აღნიშნულ სამეცნიერო კონფერენციაში მნიშვნელოვანი და წარამატებული იყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტიპოლოგიური ლინგვისტიკის სპეციალობის მეორე კურსის დოქტორანტის, ია რჩეულიშვილის,  მონაწილეობა, რომელსაც შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

  ია რჩეულიშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: ,,ხატოვანი შედარებების ურთიერთმიმართებანი სხვადასხვა სისტემის ენებში (ქართული და ინგლისური მასალის მიხედვით. ხელმძღვანელები: პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი, პროფესორი მანანა ღარიბაშვილი).

   კონფერენცია  საქართველოს ეროვნული აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოსა და ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ფონდის მიერ იყო ორგანიზებული და  საქართველოს მეცნიერებათა  ეროვნული აკდემიის 75 წლისთავს მიეძღვნა. 

 
მნახველთა რაოდენობა: 5305