განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებს სიმსივნით დაავადებული ბავშვებისათვის დახმარების გაწევის საშუალება ეძლევათ.
ყოველთვიური დონაციების განხორციელება საქართველოს სოლიდარობის ფონდის საშუალებით იქნება შესაძლებელი.
სოლიდარობის ფონდში შემოწირულობის შეტანა ნებაყოფლობითია და მონაწილეობის მიღება საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებს ერთნაირად შეუძლიათ.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.