ევროკომისიის პროგრამის- ერასმუს+ ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ტუშას (იტალია) უნივერსიტეტის წარმომადგენელი სტუმრობს.
ფრანჩესკო კლარიონი, 15-21 მარტის ჩათვლით, თესაუ-ს ადმინისტრაციას შეხვდება. ის უკვე იმყოფებოდა საერთაშორისო, საფინანსო და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში. ტუშას უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ასევე, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრების დროს მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს. ტუშას უნივერსიტეტს უახლოეს მომავალში, საპასუხო ვიზიტით, თესაუ-ს ლექტორები ეწვევიან.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ევროკომისიის პროგრამის- ერსმუს+ ფარგლებში, გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ვიტერბოს, ტუშას უნივერსიტეტთან, სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის მიზნით. შეხვედრები აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.