იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა (INRM)

     31 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საზოგადოებრივ  საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგი  ჩატარდა.

   სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო  თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისთვის და სტუდენტებისთვის   ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვის  გაცნობა და შესწავლა.

    INRM-ის ძირითადი ფუნცია მდგომარეობს სხვადასხვა კომპონენტების გათვალისწინებასა და გამოყენებაში იმისთვის, რომ მოხდეს რესურსების ეფექტური ათვისება თუ  აღდგენა. 

     “კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი”-ის (CENN)  წარმომადგენლებმა:    ჭიჭიკო ჯანელიძემ   და ვახტანგ ქოჩორაძემ აგრარულ სექტორში არსებული სირთულეების, აუცილებელი სამეცნიერო მიმართულებების ჩართულობის და სხვა თემების შესახებ ისაუბრეს.

   შეხვედრები, რომელიც მოიცავს როგორც თეორიას, ისე  პრაქტიკულ მიდგომებს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის  ( CADD of GIPA ), ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ტარდება.

    შეგახსენებთ, რომ თესაუ-ს და GIPA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში, მიმდინარეობს პროექტი ,,კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება აგრარული მიმართულებით, რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტურებში“.

 
მნახველთა რაოდენობა: 6909