იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ცირა ქამადაძეს გეოგრაფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა

  2016 წლის 20 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  სადისერტაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა.

  საბჭომ დოქტორანტ ცირა ქამადაძეს  სადისერტაციო ნაშრომი -„აჭარის ნიადაგების კლიმატური რესურსები“ - განიხილა.  (სამეცნიერო ხელმძღვანელები: გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი,  გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მარიამ ელიზბარაშვილი).

  სადისერტაციო კვლევის მიზანია - აჭარის ნიადაგების კლიმატური რესურსების შეფასება.

  ნაშრომის საჯარო განხილვის დროს სადისერტაციო საბჭოს წევრების  მხრიდან გამოთქმული მოსაზრებების  შემდეგ ცირა ქამადაძეს  გეოგრაფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. 

 
მნახველთა რაოდენობა: 3947