2016 წლის 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, კანადაში, ქალაქ ოტავაში მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერთა სამიტი გაიმართება. აღნიშნული სამიტი ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანია თავი მოუყაროს ადგილობრივი დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, უნივერსიტეტებისა და სხვა პროგრესულად მოაზროვნე ორგანიზაციების წარმომადგენლებს მსოფლიოს 196 ქვეყნიდან, რაც ხელს შეუწყობს შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობას.
სამიტის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იმსჯელებენ სხვადასხვა გლობალურ გამოწვევებზე, ერთმანეთს გაუზიარებენ პრობლემათა გადაჭრის ახლებურ მიდგომებსა და საშუალებებს.
18-30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც გატაცებულნი არიან გლობალური პრობლემებით და სურთ თავისი წვლილი შეიტანონ მსოფლიო გამოწვევებთან ბრძოლის საკითხებში ეძლევათ ახალგაზრდა ლიდერთა სამიტზე მონაწილეობის შესაძლებლობა როგორც სტიპენდიის მიღების გზით, ისე პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად. შესაძლებელია დამოუკიდებლად მონაწილეობაც, მაგრამ ამ შემთხვევაში მონაწილეობის საფასური უნდა დაფაროს თავად მონაწილემ, ან მოიძიოს სპონსორი, რომელიც დააფინანსებს მის გამგზავრებას მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერთა სამიტზე კანადაში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.oneyoungworld.com/attend-summit-2016