იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს ასისტენტ-პროფესორის წარმატება საერთაშორისო ფორუმზე

  იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  უცხო ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა, მედეა მეტრეველმა,    საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

     ფორუმი-,,რუსული ენა მსოფლიო კონტექსტში და საერთაშორისო ორგანიზაციებში“ -იტალიის  ქალაქ რომში  2016 წლის 28  სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა.

    მედეა მეტრეველის მოხსენება, რომელშიც  საუბარი იყო კულტურათაშორისი ურთიერთობებისა და თარგმნის ფსიქოლინგვისტურ ასპექტებზე, დიდი ინტერესი გამოიწვია. თესაუ-ს ასისტენტ-პროფესორის  ჰიპოთეზა კი-„მნიშვნელობის პრედიკატიული ფენომენი, როგორც დინამიკური სემანტიკური პროცესი სიღრმისეული სტრუქტურების დონეზე“-    საინტერესო სიახლედ შეფასდა.

    ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ:მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თარგმნის უმაღლესი სკოლა (რუსეთი), პარიზის ახალისორბონას უნივერსიტეტის ზეპირი და წერითი მთარგმნელების უმაღლესი სკოლა (ESIT), (საფრანგეთი) და  რომის საერთაშორისო უნივერსიტეტი (UNINT),  (იტალია).

    ფორუმი  რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლობის FAO - ში და gaero - ს სხვადასხვა ორგანიზაციებში ქ. რომში,მთარგმნელ-სინქრონისტთა საერთაშორისო ასოციაციის (AIIC), (შვეიცარია), პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კვლევების ევროპული ინსტიტუტის- EURISPES (იტალია)- ხელშეწყობით ჩატარდა.

   ფორუმში  მსოფლიოს 23 ქვეყნის 48 უნივერსიტეტისწარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 7647