17 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე- ,,კატასტროფების რისკის შემცირება, ინკლუზიური მიდგომით“.
ვროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის მიერ დაფინანსებული პროექტის-,, ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით"- ფარგლებში, საქართველოს 6 სახელმწიფო უნივერსიტეტში ინერგება არჩევითი კურსი. კურსი ითვალისწინებს კატასტროფის რისკის შემცირებას, ინკლუზიური მიდგომით. მათ შორისაა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტებში მზადდება სასწავლო კურსი კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ. კურსის მთავარი მიზანია ბავშვების, მათი ოჯახების და საზოგადოების ინფორმირება ბუნებრივი კატასტროფების მიმართ.
პროექტი მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, შშშ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და მათი მხარდაჭერით.